Tuesday, April 10, 2012


საშიში გამა-ანთებების კვალი დედამიწაზე

ასტრონომებმა საშიში გამა-ანთებების კვლების ძებნა დედამიწაზე გადაწყვიტეს. მკვლევარებმა ამის შესახებ 2011 წლის 9 ოქტომბერს გამართულ, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოებისყოველწლიურ სხდომაზე განაცხადეს.

გამა-ანთება უზარმაზარი რაოდენობით ენერგიის აფეთქებითი გამოტყორცნის ტიპის მოვლენაა, რომელიც ცალკეულ გალაქტიკებში ფიქსირდება(ამ ენერგიის დიდი ნაწილი ელმაგნიტური გამოსხივების ყველაზე მოკლე ტალღიან ნაწილზე მოდის). მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი აფეთქებების ტიპებიდან ყველაზე საშიში მოკლე გამა-ანთებებია(წამზე მცირე).
 კოსმოსური დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი მოვლენები ყოველ 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. ანთება ოზონის ფენაზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს - მაგალითად, გამოსხივეება ატმოსფეროში აზოტის ოქსიდებს წარმოქმნის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ოზონის სფეროს შლიან. როგორც შედეგი, დამცავი ოზონის გაქრობის გამო, ულტრაიისფერი გამოსხივების დიდმა ნაწილმა დედამიწის ზედაპირამდე უნდა მოაღწიოს.
 
გამა-ანთების ილუსტრაცია.
მეცნიერთა აზრით, კოსმოსში ანთებათა კვლების მოძებნა ძნელია, რადგან ობიექტები გალაქტიკაში რთული ტრაექტორიებით მოძრაობენ და მათ კვლებზე უკუმიმართულებით, 100 მილიონი წლით ადრე, გაყოლა შეუძლებელია. ამდაგვარ გამოსხივებას ცოცხალ ორგანიზმებზეც უნდა ემოქმედა, ხოლო მოვლენის გეოლოგიური კვალი დიდი რაოდენობით რკინის იზოტოპი Fe60 უნდა იყოს.
 ამ მომენტისთვის გამა-ანთებების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ერთი ვერსიის მიხედვით, ანთების დამზერა მაშინ ხდება, როცა დედამიწა ზეახლის აფეთქებით გამოსხივებული კონუსის ფორმის ენერგიის ნაკადში ხვდება. სხვა ვერსიის მიხედვით - ეს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგია(რეკორდული გამა კვანტები).~

No comments:

Post a Comment