Saturday, April 21, 2012


ჟურნალში Sky and Telescope გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1912 წელს ატლანტიკაში ანომალიურად დიდი რაოდენობით აისბერგების გაჩენის მიზეზი, რომელთაგან ერთ-ერთი «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი გახდა, დიდი ალბათობით შეიძლება ყოფილიყო მზის, დედამიწისა და მთვარის განსაკუთრებული ურთიერთმდებარეობა.
კვლევის განმავლობაში ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ 1912 წელს ჩვენი მნათობი, პლანეტა და ბუნებრივი თანამგზავრი ერთმანეთთან მიმართებაში ისეთი პოზიციით განლაგდნენ, რომელიც დაახლოებით 1400 წელიწადში ერთხელ მეორდება. ახალი 1912 წლის მესამე დღეს, დედამიწა მზესთან ყველაზე ახლოს (პერიგელიაში) მდებარეობდა, მეორე დღეს, 4 იანვარს, მთვარეს დედამიწაზე ზემოქმედებაში მზე “ეხმარებოდა”. ამასთან დაკავშირებით, დედამიწაზე რეკორდული სიმაღლის მოქცევები დარეგისტრირდა, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობდნენ გრენლანდიაში ნაპირთან ახლოს მყოფი ყინულების დანგრევას და დიდი რაოდენობით აისბერგების წარმოქმნას. ერთ-ერთი მოგზაური ყინულოვანი თოში, მეცნიერთა აზრით, ლეგენდარული «ტიტანიკის» ჩაძირვის მიზეზი გახდა.
http://icode.ge/2012/03/11/%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%AB/#more-7669

What Earth Would Look Like With Rings Like Saturn

ჩვენი ადგილი ჩვენსავე გალაქტიკაში.wmv


Tuesday, April 10, 2012


დედამიწა
მესამე პლანეტა მზიდან, უდიდესი დიამეტრითა და მასით, ყველაზე მაღალ სიმკვრივესთან ერთად, დედამიწის ჯგუფის პლანეტებს შორის(მერკური,ვენერა,მარსი). სამყაროში, ადამიანებისთვის ცნობილი ერთად-ერთი კოსმოსური სხეული, რომლიც ცოცხალი არსებებითაა დასახლებული.

კვლევითი მონაცემები იმაზე მიუთითებენ, რომ დედამიწა მზიური ნისლეულიდან დაახლოებით 4,54 მილირადი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა ბუნებრივი თანამგზავრი - მთვარე. სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას მერე პლანეტის ატმოსფერო მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოცხალი ორგანიზმების სიმრავლეც იყო. ატმოსფერული ოზონის სფერო, მაგნიტურ ველთან ერთად, მზიდან და კოსმოსიდან მომავალ მავნებელ რადიაციას ასუსტებს, რითაც სიცოცხლისთვის შესაფერის პირობებს ინარჩუნებს. დედამიწის ქერქი რამდენიმე სეგმენტადაა დაყოფილი, რომლებიც მრავალ მილიონიანი პერიოდების განმავლობაში ნელ-ნელა მიგრირებენ. ზედაპირის დაახლოებით 70,8%-ს მსოფლიო ოკეანე იკავებს, დარჩენილ ნაწილს კი კონტინენტები და კუნძულები. სიცოცხლისთვის აუცილებელი ზედაპირული თხევადი წყალი არ არის მზის სისტემის არცერთ ცნობილ პლანეტასა თუ პლანეტოიდის ზედაპირზე. დედამიწის შიდა რეგიონები საკმაოდ აქტიურია და შედგება სქელი, შედარებით მყარი ფენის, ანუ მანტიისაგან, რომელიც გარე თხევად ბირთვს(ეს უკანასკნელი ელ.მაგნიტური ველის წყაროა) და ცენტრალურ, მყარი რკინის ბირთვს ფარავს.
დედამიწა გრავიტაციული ძალებით ურთიერთქმედებს სხვა კოსმოსურ ობიექტებთნ. მოძრაობს მზის გარშემო და ერთ სრულ ბრუნს დაახლოებით 365,26 დღეს ანდომებს. დედამიწის ბრუნვის ღერძი მისი ორბიტალური სიბრტყის(ეკლიპტიკის) მიმართ 23,4°-ით არის გადახრილი, რაც სეზონების ცვლილებას იწვევს. მთვარემ, დედამიწის გარშემო თავის ორბიტაზე ბრუნვა დაახლოებით 4,53 მილიარდი წლის წინ დაიწყო, რამაც პლანეტის ღერძის დახრილობის სტაბილიზირება მოახდინა და არის მოქცევების წყარო, რომლებიც დედამიწის ბრუნვის შენელებას იწვევენ. ზოგიერთი თეორიის მიხედვით ასტეროიდულმა ბომბარდირებამ დედამიწის ზედაპირზე გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, კერძოდ, ცოცხალი ორგანიზმების მასიური გადაშენება(რამდენიმე ეტაპად).
პლანეტის მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული მზის მომავალთან. მნათობის ბირთვში სინთეზირებული ჰელიუმის დაგროვების გამო, ჩვენი ვარსკვლავის ნათობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. მზის ელვარება შემდეგი 1,1 მილიარდი წლის განმავლობაში 10%-ით, ხოლო 3,5 მლრდ. წლის მერე 40%-ით მოიმატებს. ზოგიერთი კლიმატური მოდელის მიხედვით, მზიური გამოსხივების რაოდენობის ზრდას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, მსოფლიო ოკეანის აორქთლების ჩათვლით.
ზედაპირის ტემპერატურის მატება არაორგანული ნახშირორჟანგის ცირკულაციას დააჩქარებს, მცენარეებისთვის მისი კონცენტრაციის სასიკვდილო დონემდე შემცირებით. მზე მუდმივად უცვლელიც რომ იყოს, დედამიწის წიაღის განუწყვეტელი გაცივება, ოკეანისა და ატმოსფეროს დიდი ნაწილის დანაკარგით დასარულდება(ვულკანური აქტიურობის შემცირების გამო). კიდევ ერთი მილიარდი წლის მერე ზედაპირული წყალი საერთოდ გაქრება. დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა. მოდელი აჩვენებს, რომ მისი დიამტერი 1 ასტრონომულ ერთეულამდე(1ა.ე.= 150 000 000 კმ, მანძილი დედამიწიდან მზემდე) გაფართოვდება. თუმცა იმ დროისთვის დედამიწის ორბიტა 1,7 ა.ე-მდე გაიზრდება, მზის მასის დანაკარგით შემცირებული გრავიტაციული ძალის გამო. დედამიწა მზის გარე ფენებით შთანთქმას შეიძლება გადაურჩეს, მაგრამ ვარსკვლავთან ასეთი კატასტროფული სიახლოვე ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობის, ან ყველა არსების, დაღუპვას გამოიწვევს.
მზე ევოლუციის ბოლოს გარე ფენებს მოიშორებს და თეთრ ჯუჯად გადაიქცევა. თუ დედამიწა ამ პროცესებს მაინც გადაურჩა, მაშინ კიდევ მრავალი მილიარდი და ტრილიონი წლები იარსებებს, სანამ იარსებებს სამყარო, თუმცა სიცოცხლისათვის შესაფერისი პირობები(ყოველ შემხვევაში, დღევანდელის მსგავსი) უკვე აღრ იქნება.

საშიში გამა-ანთებების კვალი დედამიწაზე

ასტრონომებმა საშიში გამა-ანთებების კვლების ძებნა დედამიწაზე გადაწყვიტეს. მკვლევარებმა ამის შესახებ 2011 წლის 9 ოქტომბერს გამართულ, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოებისყოველწლიურ სხდომაზე განაცხადეს.

გამა-ანთება უზარმაზარი რაოდენობით ენერგიის აფეთქებითი გამოტყორცნის ტიპის მოვლენაა, რომელიც ცალკეულ გალაქტიკებში ფიქსირდება(ამ ენერგიის დიდი ნაწილი ელმაგნიტური გამოსხივების ყველაზე მოკლე ტალღიან ნაწილზე მოდის). მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი აფეთქებების ტიპებიდან ყველაზე საშიში მოკლე გამა-ანთებებია(წამზე მცირე).
 კოსმოსური დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი მოვლენები ყოველ 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. ანთება ოზონის ფენაზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს - მაგალითად, გამოსხივეება ატმოსფეროში აზოტის ოქსიდებს წარმოქმნის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ოზონის სფეროს შლიან. როგორც შედეგი, დამცავი ოზონის გაქრობის გამო, ულტრაიისფერი გამოსხივების დიდმა ნაწილმა დედამიწის ზედაპირამდე უნდა მოაღწიოს.
 
გამა-ანთების ილუსტრაცია.
მეცნიერთა აზრით, კოსმოსში ანთებათა კვლების მოძებნა ძნელია, რადგან ობიექტები გალაქტიკაში რთული ტრაექტორიებით მოძრაობენ და მათ კვლებზე უკუმიმართულებით, 100 მილიონი წლით ადრე, გაყოლა შეუძლებელია. ამდაგვარ გამოსხივებას ცოცხალ ორგანიზმებზეც უნდა ემოქმედა, ხოლო მოვლენის გეოლოგიური კვალი დიდი რაოდენობით რკინის იზოტოპი Fe60 უნდა იყოს.
 ამ მომენტისთვის გამა-ანთებების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ერთი ვერსიის მიხედვით, ანთების დამზერა მაშინ ხდება, როცა დედამიწა ზეახლის აფეთქებით გამოსხივებული კონუსის ფორმის ენერგიის ნაკადში ხვდება. სხვა ვერსიის მიხედვით - ეს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგია(რეკორდული გამა კვანტები).~

Print

მეცნიერებმა დედამიწის „დაკარგული ენერგია“ აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დედამიწის „ენერგეტიკული ბალანსის“ განსაზღვრა შეძლეს, კერძოდ კი აღმოაჩინეს, თუ სად მიდის ე.წ. „დაკარგული ენერგია“. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოჩნდა, მოკლედ კი ამის შესახებ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის საიტზე დაიწერა.
 2010 წელს მეცნიერთა ჯგუფმა, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების საშუალებითდედამიწის ატმოსფეროს სითბოცვლის მოდელი შეადგინა. გაირკვა, რომ პლანეტა შედარებით მცირე ენერგიას ასხივებს, ვიდრე ღებულობს. მკვლევართა ყველა მცდელობა აეხსნათ თუ სად იკარგბოდა ენერგიის ნაწილი უშედეგოდ მთავრდებოდა.
 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა თანამგზავრებით 2001 დან 2010 წლამდე ინტერვალის განმავლობაში მიღებული მონაცემები და ოკეანის წყლების უშუალო გაზომვები გამოიყენეს, რომლებიც საერთო პროგრამის სამმა სხვა და სხვა ჯგუფმა ჩაატარა. შედეგად, გეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ენერგიის მნიშვნეოვანი ნაწილი ოკეანის სქელ ფენებს ქვეშაა „ჩაკეტილი“, მაგალითად, ოკეანური დინებებით. ეს ენერგია, ოკეანის დონის აწევასთან პირდაპირაა დაკავშირებული.
 2010 წლის აპრილში ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოჩნდა ნამუშევარი, რომლის ავტორებმა იანგარიშეს, თუ როგორ მოქმედებს ოკეანის ტემპერატურის მატება მსოფლიო ოკენაის წყლის დონეზე. აისბერგები გამოდევნიან წყლის რაოდენობას, რომელიც მათი გადნობის შემდეგ გაჩენილი წყლის მოცულობის ტოლია. რადგან მარილიანი წყლის სიმკვრივე რამდენიმეჯერ მეტია, ამიტომ გადნობის მერე წარმოქმნილი მტკნარი წყლის მოცულობა ოდნავ მეტი გამოდის და წყლის დონე მაღლა იწევს.
 როგორც აღმოჩნდა, ყინულების ყოველწლიური დნობა ოკენის დონეს 0,3 მილიმეტრით წევს. აღსანიშნავია, რომ ოკეანის წყლის სითბური გაფართოება საშუალოწლიური ტემპერატურის მატების გამო 1,8 მილიმეტრით მაღლა წევს დონეს, ანუ ექვსჯერ მეტად.
http://astronet.ge/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%901/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%901/722-2012-01-30-16-25-13

Sunday, April 8, 2012



კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა 

პანგეას დაშლა
ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
XX საუკუნის დასაწყისშიგერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგერენმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი - პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე - პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90

შინაგანი აგებულება


1. ბირთვის ცენტრი
2. ბირთვი
3. მანტია
4,5,6. ქერქი
დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.
ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორიტების აკრეციის, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.

ლითოსფერო 


დედამიწის ტოპოგრაფიული რუკა XX ს.
დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა.მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით - (მოჩოროვიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი სარჩული, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.

დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
  • ჩრდილოეთი ამერიკის ფილა - ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთი ატლანტიკა და გრელანდია
  • სამხრეთი ამერიკის ფილა - სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ატლანტიკა
  • ანტარქტიკული ფილა - ანტარქტიკა
  • ევრაზიული ფილა - ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტა,ევროპა და აზია ინდოეთის გარდა
  • აფრიკული ფილა - აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის დასავლეთი
  • ინდოავსტრალიური ფილა - ინდოეთი,ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი
  • ნასკას ფილა - წყნარი სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ აფრიკას
  • წყნარი ოკეანის ფილა - წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.
არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა. ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბდენი დედამიწაზე წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90
dedamiwis agebulebis shemswavleli centri-safranget
dedamiwis mecnierebata shemswavleli instituti,sinikas akademia,taivani,chineti



სიცოცხლის წარმოშობა 

სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა
.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90

სამყაროს გეოცენტრიული და ჰელიოცენტრული სისტემები 

როგორც ცნობილია ანტიკური ხანის მეცნიერები დედამიწას სამყაროს ცენტრად მიიჩნევდნენ. გეოცენტრულ სისტემას ქადაგებდნენ ძველი ბერძენი სწავლულები. გეოცენტრულ სისტემას ქადაგებდნენ ძველი ბერძენი სწავლულები: არისტოტელი და პტოლემე. აღნიშნული შეხედულებით, დედამიწა უძრავია: იგი არც თავისი ღერძისა და და არც რაიმე სხვა სხეულის გარშემო არ მოძრაობს. დღისა და ღამის მონაცვლეობას ისინი გაჩერებული დედამიწის გარშემო მზის მოძრაობით ხსნიდნენ. დედამიწის როლი იმიტომ იყო ასე გაგებული, რომ იგი მაშინ ყველაზე დიდ სხეულად მიაჩნდათ სამყაროში. ამ ჰიპოთეზამ მე-16 საუკუნამდე მოაღწია, თუმცა არისტოტელე-პტოლემეს მოძღვრებამდე გაცილებით ადრე არისტაქე სამოსელი (ძვ. წ. მე-4, მე-3 სს.) ჰელიოცენტრიზმის პოზიციაზე იდგა. სამყაროს ცენტრად მას მზე მიაჩნდა. არისტოტელე-პტოლემეს აზრიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში დედამიწის სფერულობას, მის ღერძსა და მზის გარშემო მოძრაობის აზრს სამღვდელოება გმობდა. 1543 წელს პოლონელმა მეცნიერმა ნ. კოპერნიკმა დაასაბუთა ჰელიოცენტრული კონცეფცია. ნ.კოპერნიკის ეს კონცეფცია მე-17 საუკუნეში განავითარეს ჯორდანო ბრუნომ და გალილეო გალილეიმ. გალილეი დურბინდით დააკვირდა ციურ სამყაროს და შეამჩნია, რომ პლანეტა ვენერა ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო და ამავე დროს მზის გარშემოც. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მეცნიერება და მათ შორის სამღდვდელოება სამყაროს ჰელიოცენტრულ სისტემას არ იზიარებდა, ვიდრე თავისი თეორია არ ჩამოაყალიბა ი. ნიუტონმა, რაც მდგომარეობდა მსოფლიოს მიზიდულობის კანონის აღმოჩენაში (სხეულებს შორის მიზიდულობის ძალა მათი მასების ნამრავლის პირდაპირპროპორციულია და მათ შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციული)
.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90


დედამიწის წარმოშობა

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90
tatia tsulaia©2012